weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მნიშვნელოვანი იქნება პროცესებზე სააკაშვილის პირადი ან დისტანციური დასწრება – ლომჯარია

18:07 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, საკუთარ სასამართლო სხდომებს აუცილებლად უნდა დაესწროს – თუ ფიზიკურად ვერ მოხერხდა, დისტანციურად მაინც.

ლომჯარიას თქმით, სააკაშვილს წინა სამ პროცესზე არცერთი ფორმით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა, რაც სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლების დარღვევაა.

„გარემოებები, რაც იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინეს, არ იყო სამართლებრივი გამართლება, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი უთხრეს. ვფიქრობთ, იმ სამ შემთხვევაში მისი, როგორც ბრალდებულის უფლება, რომ პირადად დაესწროს სასამართლოს ან ნებისმიერი სხვა ფორმით საჯაროდ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, იყო დარღვეული“, – განაცხადა ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან.

როგორც ნინო ლომჯარიამ თქვა, წინ არაერთი სასამართლო პროცესია და მათ სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირადი ან დისტანციური დასწრება ისე, რომ ეს პროცესი იყოს ღია და საზოგადოებას შეეძლოს თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ამ პროცესს მიადევნოს თვალი. პროცესი უნდა იყოს საჯარო და ეს არის ის, რასაც სტრასბურგის სასამართლო ითხოვს ნებისმიერი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს არის ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]